დეზინფექცია და სანიტარიზაცია

ადამიანი დღის განმავლობაში რამდენიმე ასეულ ათას მიკროორგანიზმს ეხება, რომელიც თავის მხრივ, ასუსტებს ჩვენს იმუნიტეტს და იწვევს სხვადასხვა ალერგიასა და დაავადებას. დეზინფექცია ერთ-ერთი საშუალებაა, თავიდან ავიცილოთ მავნე მიკროორგანიზმების, სოკოებისა და სხვა ერთუჯრედიანებისგან გამოწვეული პრობლემები.

DEZ.GE გთავაზობთ სრულიად ახალი, არატოქსიკური საშუალებით - „ელექსირით“ - ოფისების, კაფე-ბარების, რესტორნების, სკოლების და ბაგა-ბაღების, სასტუმროების და ჰოსტელების, სავაჭრო და გასართობი ცენტრების, სამედიცინო დაწესებულებების, სტომატოლოგიური კაბინეტებისა და სილამაზის სალონების, ასევე სოფლის მეურნეობაში - მსხვილფეხა, წვრილფეხა და მეფრინველეობის საფერმე მეურნეობების, ინკუბატორების, პლანტაციების, სათბურების და სასაწყობე-სამაცივრე შენობა ნაგებობების, ბაზრობების, კერძო და საჯარო ტრანსპორტის დეზინფექციას.

„ელექსირი დახურული სივრცეების სანიტარიზაციისთვის“ - არის ინოვაციური, ადამიანისთვის უვნებელი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, ქლორის ბაზაზე დამზადებული სხვა სანიტარული საშუალებების ეფექტური და უსაფრთხო ჩამნაცვლებელი. დამზადებულია საქართველოში ავსტრიული ტექნოლოგით. ტოქსიკური ნაერთების წარმოქმნის არიდებით ასუფთავებს და იცავს დახურულ სივრცეებში არსებულ ზედაპირებს სხვადასხვა სახეობის პათოგენებისგან, კლავს ბაქტერიულ სპორებს და სოკოებს.

კალკულატორი

შენობა ნაგებობაში მომსახურების ღირებულების დასათვლელად

ღირებულება: 0